გუდანი

ხელით ფორმირებული, მაღალი კვებითი ღირებულების პურები
გამორჩეულად მდიდარი გემოთი და არომატით

პროდუქცია

ჩვენს შესახებ

"ოჯახური საცხობის" ისტორია 2013 წელს, ფინეთში დაიწყო. ის ჩვენს მეორე შვილთან ერთად „დაიბადა“ და თავიდანვე ოჯახის და ერთმანეთზე ზრუნვის სიმბოლოდ იქცა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს საქმე არ მიგვიტოვებია — პირიქით, თან ჩამოვიტანეთ დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა და რწმენა, რომ ხარისხიან პურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანების ყოველდღიურ ყოფაში.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პური არაერთი ოჯახის ყოველდღიური სუფრის ნაწილია. წლების განმავლობაში მომხმარებელთა ნდობამ და ერთგულებამ დაგვარწმუნა, რომ ხარისხი, შრომა და პასუხისმგებლობა ყოველთვის ფასდება. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ხარაგაულის რაიონის მაცხოვრებლების მიმართ ნდობისთვის და ერთგულებისთვის. სწორედ ეს ნდობა გვაძლევს მოტივაციას, შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი, არ ვწყვეტთ განვითარებას, ვაუმჯობესებთ რეცეპტებს, ვქმნით ახალ პროდუქტებს და მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი და სასარგებლო პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენთვის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ იმ ღირებულებების ერთგულებასაც, რომლებმაც ჩვენი საცხობის ისტორია შექმნა. ჩვენთვის პურის ცხობა მხოლოდ ბიზნესი და შემოსავლის წყარო არ არის. ეს არის საქმის სიყვარული, ტრადიციების პატივისცემა და სურვილი, რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ გემრიელი, ხარისხიანი და მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტი.

ჩვენს შესახებ

რატომ პურის დედაზე დამზადებული პური?

ბუნებრივი პურის დედით გამომცხვარი პური — არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღიცაა

🍞

თეთრი პური

🫓

რუხი პური

12+

საათიანი ფერმენტაცია

მინიმუმ 12 საათიანი ფერმენტაციის შედეგად უმჯობესდება ცომის სტრუქტურა და პურის გემოვნური თვისებები. ამ პროცესის წყალობით პური ორგანიზმისთვის უფრო ადვილად მოსანელებელი ხდება.

📉

დაბალი გლიკემიური ინდექსი

მიღებული ენერგია ნაკლებად გროვდება ცხიმის სახით.

🫀

უკეთესი მონელება

ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები წინასწარ იშლება, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნაკლებ დატვირთვას ახდენს.

💊

მინერალების უკეთესი ათვისება

ფიტინის მჟავის დაშლის გამო ორგანიზმი მინერალებს გაცილებით უკეთ ითვისებს.

🦠

ნაწლავების ჯანმრთელობა

ცოცხალი საფუარი ხელს უწყობს ნაწლავური მიკრობიომის ბალანსს.

ვიტამინები

პურის დედოს მუშაობისას წარმოქმნილი

B1 B2 B3 (PP) B4 B5 B6 B9 (ფოლატი) ★ B12 E H (ბიოტინი)

★ B9 — ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში  |  B12 — ნერვული სისტემისთვის

მინერალები

მარცვლეულში შემავალი

Mg მაგნიუმი
K კალიუმი
Fe რკინა +30%
P ფოსფორი
I იოდი
Zn თუთია

ჭვავის ფქვილი შეიცავს დაახლოებით 30%-ით მეტ რკინას, ვიდრე ხორბლის ფქვილი

ასეთი პური არა მხოლოდ საკვები პროდუქტია, არამედ ფუნქციური საკვებიც — რომელიც დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

ჩვენი პროდუქცია

ხელით დამზადებული, ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარი პურები

თეთრი პური
თეთრი პური

თეთრი პური

ტრადიციული მეთოდი

ბუნებრივ საფუარზე დამზადებული თეთრი პური გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით, არომატითა და ბუნებრივი გემოთი. ხანგრძლივი ფერმენტაციის პროცესი აძლევს მას განსაკუთრებულ სირბილეს და არომატს, ხოლო ხელით დამზადების ტექნიკა უზრუნველყოფს თითოეული პურის უნიკალურ ფორმას.

რუხი პური
რუხი პური

რუხი პური

ქატოთი

რუხი პური მზადდება ხორბლის ცეხვილი ფქვილის და ჭვავის ფქვილის გამოყენებით. შეიცავს ქატოს. ბუნებრივი დუღილის პროცესი აძლევს მას მკვრივ ტექსტურას და მაღალ კვებით ღირებულებას. ეს არის პური მათთვის, ვინც ეძებს ნამდვილ და დაბალანსებულ გემოს ყოველდღიური მოხმარებისთვის.

დაგვიკავშირდით

გელოდებით ხარაგაულში — ან დაგვიკავშირდით სოციალური ქსელებით

გელოდებით

ტელეფონი

+995 599 18 98 89

იმეილი

gudani.sacxobi@gmail.com

მდებარეობა

გალაკტიონის 5, ხარაგაული